გაკვეთილის თემა
|
რა არის პოლიმერი
|
საგანი
|
ქიმია
|
მასწავლებელი
|
თამარ მაისურაძე
|
სწავლების საფეხური
|
საბაზო - IX- კლასი
|
გაკვეთილის ხანგრძლივობა
|
45 + 45 წთ
|
მოსწავლეთა პროფილი
|
20 მოსწავლე
|
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლე
|
არ არის
|
გაკვეთილის მიზანი და შედეგები
|
მოსწავლეს შეძლოს მსჯელობა პოლიმერიზაციის
რეაქციაზე, განასხვავოს ბუნებრივი და
ხელოვნური პოლიმერები, მოიძიოს ინფორმაცია
პოლიმერების თვისებების შესახებ, იმსჯელოს
პოლიმერების როლზე თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში და მათი გამოყენების დადებით
და უარყოფით მხარეებზე.
კავშირი ე.ს.გ-სთან
ქიმ.IX.8.
მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ქიმიური რეაქციების როლი ახალი მასალების წარმოებასა და
ენერგიის მიღებაში.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·
მსჯელობს
ბუნებრივი და ხელოვნური პოლიმერების სესახებ
·
ადარებს მისთვის ნაცნობი ბუნებრივი
და ხელოვნური მასალების
თვისებებს და აკავშირებს მის გამოყენებასთან
ყოფა-ცხოვრებაში
·
მსჯელობს პოლიმერების როლზე თანამედროვე ადამიანის
ცხოვრებაში
·
აანალიზებს პოლიმერების დადებით და უარყოფით მხარეებს
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
A-ფაზა (5 წთ)
აქტივობა
1. „ვიცი- ვისწავლე“ (7-10 წთ)
მოსწავლეებს ვაჩვენებ სხვადასხვა
მასალას : კაუჩუკის კოლექციას, პლასტმასების კოლექციას , აბრეშუმს, მერქანს, სახამებელს
და ვსვავ შეკითხვას რა იცით ან გგონიათ რომ იცით ამ მასალების შესახებ.ავსებენ სქემას „ვიცი-ვისწავლე“ მხოლოდ პირველ ნაწილს-ვიცი. ვისმენთ
რამდენიმე მოსწავლის პასუხს
B-ფაზა
აქტივობა 2.
„მინი ლექცია პრეზენტაციით“ (10 წთ)
ვატარებ მინი ლექციას პრეზენტაციით პოლიმერების შესახებ და ვაწვდი ინფორმაციას
რა არის პოლიმერი, რომელი ქიმიური რეაქციით მიიღება, რა არის მონომერი, სტრუქტურული
რგოლი, პოლიმერი, პოლიმერიზაციის ხარისხი, ბუნებრივი და ხელოვნური პოლიმერები
აქტივობა
3. „გონებრივი იერიში“ ( 10 წთ)
ვამოწმებ როგორ გაიგეს ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია მოსწავლეებმა
შემდეგი კითხვებით:
1.
რას ეწოდება პოლიმერი?
2.რა არის პოლიმერიზაციის რეაქცია?
3.
რას ეწოდება პოლიმერიზაციის ხარისხი?
4.
რას ეწოდება სტრუქტურული რგოლი? მონომერი?
5.
როგორ ვასახელებთ პოლიმერებს?
6.
დაასახელეთ ბუნებრივი და ხელოვნური პოლიმერების მაგალითები
აქტივობა 4. მოდელების დამზადება
(15 წთ)
ვაკეთებთ ეთილენის მოლეკულის მოდელებს და ვხსნით
ორმაგ ბმას და თავისუფალი ვალენტობით ვეურთებთ
რამდენიმე მოლეკულას ერთმანეთს
აქტივობა 5.მოსწავლეთა პრეზენტაციები
(40 წთ)
მოსწალეებს ქონდათ დავალება მოეძიებინათ ინფორმაცია პოლიმერების
, მათი გამოყენების შესახებ. მათ მოძიებული ინფორმაცია წარმოადგინეს PP-პრეზენტაციით
პრეზენტაცია -1 (მარი ტლაშაძე) პრეზენტაცია-2 ( გვანცა ალიმბარაშვილი) პრეზენტაცია-3 ნინო ბითაძე)
C-ფაზა
აქტივობა 6. „ვიცი-ვისწავლე“ ( 3 -5 წთ )
დაუბრუნდით სქემას რომლის შევსება დავიწყეთ გაკვეთილის
დასაწყისში და მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას დაასრულონ სქემის ნაწილი -ვისწავლე
ვისმენ
რამდენიმე მოსწავლის მოსაზრებას (სურვილის შემთხვევაში )
|
საკლასო მენეჯმენტი/ საგანმანათლებლო რესურსები
|
სახელმძღვანელო, რვეული, კალამი, კომპიუტერი, მოლეკულის მოდელები
|
შეფასების რუბრიკა
პრეზენტაცია
|
ცუდი (1-4)
|
საშუალო (5-7)
|
კარგი (8-10)
|
პრეზენტაციის სტრუქტურა თემატიკასთან და მიზანთან შეუსაბამოა
|
პრეზენტაციის სტრუქტურა თემატიკასთან
და მიზანთან შესაბამისობაშია
|
პრეზენტაციის სტრუქტურა ტემატიკასთან და მიზანთან სრულ შესაბამისობაშია
|
|
მოიცავს ბევრ შეცდომას, რაც პრეზენტაციის გაგებას ართულებს
|
მასალა მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობითაა დამუშავებული და მოიცავს რამდენიმე
შეცდომას
|
მოძიებული მასალა მრავალფეროვანია და გამოყენებულია სხვადასხვა წყარო. შეცდომები არ
მოიძებნება
|
|
არ აქვს მომზადებული სლაიდ-შოუ
|
სლაიდ-შოუ ვიზუალურად ნაკლებად ეფექტურია
|
სლაიდ-შოუ ვიზუალურად ეფექტურია
|
|
სათქმელს გაუგებრად გადმოსცემს. არაა მობილიზებული. არ იცავს დროის ლიმიტს
|
უჭირს სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა. ნაკლებად მობილიზებულია. ნაკლებად იპყრობს აუდიტორიის ყურადღებას .უჭირს
დროის ლიმიტის დაცვა
|
მოსწავლე სათქმელს ნათლად და გასაგებად გადმოსცემს. მობილიზებულია.იპყრობს
აუდიტორიის ყურადღებას. იცავს დროის ლიმიტს
|